ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში დილით საკუთარ სახლში გაგონილ დიალოგს აქვეყნებს, რომელიც თავის ცოლ-შვილს შორის გაიმართა.
“დილით ბაღში წასვლის წინ ეველინს ჩემმა მეუღლემ შესთავაზა რძეს ხომ არ დალევ მამიკოს ჩამოტანილ ორცხობილასთან ერთადო. ეველინმა უპასუხა, ბაღში ხომ მივდივართ და გამოვიზოგოთო.
დედა როგორ მრცხვენია, დედა როგორ მრცხვენია… გენები არაფერ შუაშია ხალხო, ალბათ სადმე გაიგონა”, – წერს ჟურნალისტი.