იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, იტალიის ერთ-ერთ რეგიონში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.
“იტალიის ერთ-ერთ რეგიონში, ემილია-რომანიაში, გამუდმებული წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ კატასტროფული მასშტაბი შეიძინა.
არის მსხვერპლი. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 9 ადამიანი, ევაკუირებულია 10 000 მაცხოვრებელი. კალაპოტიდან გადმოსულია 23 მდინარე, ჩამოწვა 250 მეწყერი.
ქალაქ რავენაში, წუხელ ახალი განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას მაღალ სართულებზე გადაადგილებისკენ მოუწოდეს.
მიჭირს კადრების ყურება.
მშვიდობა იტალიას და მშვიდობა მსოფლიოს!”, – წერს ემიგრანტი.