“როცა კითხვები ჩნდება – ქოცსაც დავუსვამ, ნაცსაც, ლეიბორისტსაც და კომუნისტსაც… მე ვარ ჟურნალისტი და არა პარტიული აქტივისტი”

“მთავარი არხის” ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

წლის ანეკდოტი – თურმე ,,ნაციონალურ მოძრაობას” ვშლი ჩემი რეპორტაჟებით

ახლა დავსერიოზულდები და რადგან “გეტკინათ”, აქვე იყოს მოკლე განმარტება. არავისტი ვარ, მხოლოდ ის ვიცი, ვის წინააღმდეგაც ვიბრძვი. მარტივი რჩევაც: მოიქეცით სერიოზულად და გამოჩნდებით სერიოზულად. “ოპოზიციონერობა” არ არის ინდულგენცია. არავინაა ხელშეუხებელი.
და რაც მთავარია, როცა კითხვები ჩნდება – ქოცსაც დავუსვამ, ნაცსაც, ლეიბორისტსაც და კომუნისტსაც… მე ვარ ჟურნალისტი და არა პარტიული აქტივისტი”