ჩართვა ხვიჩა კვარაცხელიას სკოლიდან: „ხვიჩას ძმა მეორე კვარადონაა… (ვიდეო)

„დილა მშვიდობისა საქართველო“ ჩავიდა სკოლაში, სადაც ხვიჩა კვარაცხელია სწავლობდა.

ანი გიუნტერმა ჩაწერა მისი ქართულის მასწავლებელი, რომელიც, როგორც ამბობს, ხვიჩას ავარჯიშებდა ფეხბურთშიც და ასწავლიდა ქართულ ენასაც: „ძალიან კარგი ბავშვი იყო, გონიერზე გონიერი. ჰქონდა ძალიან სწრაფი აზროვნება, ყველა დამიჯერებს, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ეს სტადიონზე ჩანს…“

ქართულის მასწავლებელმა ანის ურჩია, – „გააცანით საქართველოს ხვიჩას ძმა, რადგან ის მეორე კვარადონაა…“

როგორც თორნიკე კვარაცხელიამ აღნიშნა, ჯერ არ აქვს სამომავლო გეგმები მოფიქრებული.