“დღეს პირველად ვიამაყე როგორც მასწავლებელმა“ – რა ვიდეოს ავრცელებს ნინი შერმადინი?

აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში თავისი მოსწავლის სიმღერის ვიდეოს აქვეყნებს და წერს.

„დღეს პირველად ვიამაყე როგორც მასწავლებელმა… თემუკას დებიუტი მილენიუმის დიდ სცენაზე, ნამდვილად ამაყი და ბედნიერი ვარ. უდიდესი სიხარული და ბედნიერება ყოფილა, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ! წარმატებები ჩემო ჭკვიანო, ნიჭიერო, წესიერო და ლამაზო!“ – წერს ნინი შერმადინი.