“სვანეთიდან 3 წლის ფერია მყავდა სტუმრად… მითხრა, მინდა, გამოვიდე ადამიანიო”

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პატარა სვანი გოგონას შესახებ სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

“ხშირად ვეკითხები პატარებს “ რა გინდა გამოხვიდე ?” ბევრს უნდა ექიმობა, ან დედიკოს და მამიკოს პროფესია…რამდენიმე დღის წინ, სვანეთიდან 3 წლის ფერია მყავდა სტუმრად და ტრადიციულად ვკითხე “ შენ რა გინდა გამოხვიდეთქო?” პასუხი მივიღე ორი წუთი ფიქრის შემდეგ “ მე მინდა გამოვიდე ადამიანიო”.

პ.ს. ვულოცავ ყველა პატარას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს”, – წერს კულუმბეგოვი.