“მოახერხა ისე, ყველა შეგვკრიბა და ყველა მის გვერდით ვიყავით” – ტრაგედია ეკა ხოფერიას ოჯახში

ჟურნალისტ ეკა ხოფერიას მამა გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაციას თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

“მამიკო, რამინ ხოფერია.

ჩვენი მამიკო გარდაიცვალა. მოახერხა ისე, ყველა შეგვკრიბა და ყველა მის გვერდით ვიყავით ბოლო წამებში.

ეს ამბავი მე დამევალა:

პანაშვიდები: სამშაბათი, ოთხშაბათი

ნინო რამიშვილის #9, სართული 6

გასვენება: ხუთშაბათი. საბურთალოს პანთეონი, წმინდა ნინოს ტაძარი”, – წერს ხოფერია სოციალურ ქსელში.