„ყველას დიდი მადლობა ჩემი და ანუტას მწუხარების გაზიარებისთვის“

პოლიტიკოსი გიორგი ბარამიძე საზოგადოებას მადლობას უხდით თანაგრძნობისთვის, რომელიც მისი ოჯახის მიმართ გამოიჩინეს.

ცნობისათვის, გიორგი ბარამიძის მეუღლეს ანა ფილიპჩუკს შვილი გარდაეცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძე ინფორმაციას ავრცელებს მათთვის, ვისაც მარიას დაკრძალვაზე დასწრება სურთ.

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა ჩემი და ანუტას მწუხარების გაზიარებისთვის! ❤️🙏

მარიას გამოსვენება იქნება კვირას 4 საათზე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიიდან.

სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით, ვაჟა-ფშაველას 33“, – წერს გიორგი ბარამიძე.