„მახარას ჩვეულებრივზე დიდი ღვიძლი აღმოაჩნდა, სრულად მისი ღვიძლით ვარ… ქირურგმა მითხრა, თქვენს ოპერაციაზე ღმერთო იყო ჩვენთანო“

ჟურნალი „სარკე“ მუსიკოს დათო ევგენიძის ინტერვიუს გვთავაზობს, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ პირველად საუბრობს მედიასთან. დათო ევგენიძე აცხადებს, რომ გიორგი მახარაშვილს, რომელმაც მას ღვიძლი გადაუნერგა, ჩვეულებრივზე დიდი ღვიძლი აღმოაჩნდა და მისი ღვიძლის 30 %-ით, დათოს ღვიძლის 50%-ის შევსება მოხერხდა.

„იცით რა არის უცნაური? რომ გაგვჭრეს და ნახეს, როგორი რთული მდგომარეობა მქონდა… მახარას კი აღმოაჩნდა ჩვეულებრივზე დიდი ღვიძლი. მისი ღვიძლის 30% ჩემი ღვიძლის 50% გამოვიდა. ჩემი ღვიძლის სადინრები დარჩა მხოლოდ და მახარას ღვიძლით ვარ ახლა სრულად“, – ამბობს დათო ევგენიძე.

მუსიკოსი მეუღლის ნინო ჟვანიას თანადგომაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის მისი ანგელოზია. 

„24 საათი ერთად ვართ და ნინო რომ არ მყავდეს არ ვიცი რა იქნებოდა. მისი ინიციატივითაც მოხდა ჩემი გადარჩენა, თორემ ჩემი ხასიათით შეიძლებოდა საერთოდ არც არაფერი გამეკეთებინა. ნინოს ერთი წამითაც არ დავუტოვებივარ“, – ამბობს დათო ევგენიძე.