“მე სამი შვილი მყავს, ერთი – ზეცაში და ორი – აქ…“

დიზაინერი ნანა მელქაძე ჟურნალ „სარკეს“ ტკივილით სავსე ცხოვრების შესახებ უყვება.

ნანა 28 წლის იყო, როდესაც 10 წლის ვაჟი გარდაეცვალა:

„მაშინ, ფაქტობრივად, მეც მოვკვდი. მერე რაღაცნაირად თვითონ გადავარჩინე საკუთარი თავი, უფლის რწმენით. 6 თვე ვიყავი სახლში ჩაკეტილი, სრულიად მარტო, არავის დანახვა მინდოდა… ზოგჯერ კედლებსაც თავს ვურტყამდი, ხმის გამცემი არ მყავდა, ლამის ლაპარაკი დამავიწყდა., მხოლოდ ღმერთს ვესაუბრებოდი: „მოდი, გადამარჩინე“. მთელი ცხოვრება გადავაფასე, რეალობას თვალი გავუსწორე, ძალა მოვიკრიბე ერთხელაც და გამოვედი ქუჩაში. ახლა, როცა ოჯახი მაქვს, ორი შვილი გავზარდე, ჩემი შვილი ჩემი მფარველი ანგელოზია. მე სამი შვილი მყავს, ერთი – იქ, ზეცაში და ორი – აქ. მინდა, ყველა დედას ვუთხრა, ვინც ჩემნაირი ტკივილით ცხოვრობს, თქვენი შვილები ყოველთვის თქვენ გვერდით არიან…“