“ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მქონია ცუდი“

ცნობილი კომპოზიტორი, ნუნუ გაბუნია ნოე სულაბერიძეს გადაცემას სტუმრობდა.

კითხვაზე, ვინ არის ნუნუ, გაბუნია, კომპოზიტორმა უპასუხა, რომ ყველას მიმართ კეთილად იყო განწყობილი და ასე გრძელდება დღემდე:

ანჩხლი ადამიანები უფრო მალე ბერდებიან, ცხოვრებაში არაფრის უნარი არ აქვთ. მე დღემდე ვქმნი რაღაცას, მიხარია სხვისი წარმატება, ეს ძალზე სასიამოვნოა ჩემთვის. ხანდახან რაღაც კარგს მოვისმენ და ვფიქრობ ხოლმე, რომ მთელი დღის განმავლობაში ეს მიხარია, თუნდაც ჩემი კოლეგების წარმატება. ის, ვინც არ ფიქრობს კარგის დანახვაზე, ცუდია. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მქონია ცუდი. არის ასეთი გამონათქვამი, დამიფარე მეგობრებისგან და მტრებს მე თვითონ გავუმკლავდებიო. ბევრი წყენა მქონია მეგობრებისგან…“