“ნიკას მსგავსი პატიოსანი ბიჭები დღესდღეობით აღარ მხვდებიან”

სატელევიზიო შოუს, “პრაიმ-ჰაუსის” ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა გოგვაძის გულშემატკივრებს შორის მომღერალი, გია სურამელაშვილიცაა.

ასევე გოგვაძეს მხარს სურამელაშვილის თანაშემწე, ესმა ჩხაიძეც უჭერს.

ნიკა მუსიკალურ ოჯახშია გაზრდილი. მისი ბებიის, ფილოლოგი დოდო დურგლიშვილის ძმა კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი გახლავთ, რატის მამა. ქალბატონი დოდო ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა. არაჩვეულებრივი ქალბატონი.

ნიკას ძმაც კარგად მღერის. ძმები ციცი ფალავანდიშვილის მოსწავლეები არიან.

მეც 22-ე საშუალო სკოლა დავამთავრე და ჩემი სამსახური, დიდუბის რაიონის მუნიციპალიტეტი, ამ სკოლის წინ მდებარეობდა. ძმები ხშირად იყვნენ ჩემთან სამსახურში და გამოვტყდები, შატალოზე რომ მიდიოდნენ, ჩემთან ვმალავდი კაბინეტში. ნიკა მერვე-მეცხრე კლასში იქნებოდა. მითამამებ და მირყვნი ბავშვებსო, “მეჩხუბებოდა” ბიჭების დედა. საბოლოოდ, კი არ გავათამამე, ნახეთ, როგორი ბიჭი დადგა ნიკა. 

თინეიჯერობისას სულ გიტარა ეჭირა ხელში. მუსიკალურ ოჯახშია გაზრდილი და რა არის გასაკვირი.

რატი დურგლიშვილთან ერთად რომ დგას, ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ ხანდახან ვერ ვარჩევ, რომელი – რომელია. 

ნიკა უაღრესად პატიოსანი ადამიანია. “პრაიმჰაუსში” კარგად მიდის. თითქოს ერთგვარი ტაქტიკა აქვს და ფინალამდე მშვიდად მივიდა. ჭკვიანია და სწორად გათვალა რაღაცები. ღირსეულია, ლმობიერი და ამით ბევრს მიაღწია. ხალხმა დაინახა ამ შოუში, რომ ნიკა არ არის ყველაფერზე წამსვლელი მოთამაშე. სუფთად მივიდა ნახევარფინალამდე. 

მინდა ფინალში ვიხილო და დიდი წარმატება ვუსურვო. ის იმსახურებს დიდ წარმატებას. 

გია სურამელაშვილი ამბობს, დღეს ნიკას მსგავსი პატიოსანი და ღირსეული ბიჭები აღარ შემხვედრიაო. გია ამ თვისებებს ყურადღებას აქცევს.

 გია სურამელაშვილის გულშემატკივარი და საერთოდ, ჩვენი გულშემატკივრების არმია, ახლა, ნიკას გულშემატკივრობს. ემიგრანტები, ბლოგერები, ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის – მოსწავლეები. 155-ე სკოლაში ჩემი ძმისშვილის კლასი, მის გაცნობას ესწრაფვის, ნიკას ფანები არიან… დარაზმულები ელოდებიან ნიკას…”, – აცხადებს ესმა ჩხაიძე.

წყარო: primetime.ge