“მესამე ცდაზე გამომივიდა, არ დავნებდი”

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ხინკალი პირველად მესამე ცდაზე მოახვია.

“ხინკალი მოვახვიე, მესამე ცდაზე გამომივიდა არ დავნებდი, ცხოვრებაში იმისათვის რომ საწადელს მივაღწიოთ არასდროს არ უნდა დავნებდეთ, შრომით და მონდომებით ვაღწევთ შედეგს. მართალია 19 ნაოჭიანი არ გამომივიდა მაგრამ პირველ ცდაზე, 11 ნაოჭიანიც არ არის ცუდი შედეგი. არაჩვეულებრივად მოიხარშა”, – წერს მერსი სულხანიშვილი.