ჟურნალ „გზის“ კითხვაზე, არის თუ არა პროფესია ოჯახის შექმნის ხელის შემშლელი ერთ-ერთი ფაქტორი, მსახიობი ნინო მუმლაძე ასე პასუხობს:
„არა მგონია, რომ პროფესია პირადში ვინმეს ხელს უშლიდეს. მგონი, ეს უფრო ბედისწერის და გამართლების საკითხია. ოჯახის შექმნა სულაც არ არის დამოკიდებული იმაზე, ქალი ჭკვიანია თუ უჭკუო, მე მგონია, რომ ბედისწერა ბედისწერაა და როდის მოგიკაკუნებს, არავინ იცის. შესაძლოა, ჭკვიან ქალს უფრო მეტი პრეტენზია და მოთხოვნა აქვს, ვიდრე იმას, ვინც მხოლოდ გათხოვებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ასეა. ჩემი აზრით, მთავარია, უბრალოდ, „შენი“ ადამიანი იპოვო – ამ შემთხვევაში, ყველაფერი ადვილად მოგვარდება“.