მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საკუთარი ოცნების შესახებ წერს.
როგორც გიორგი კეკელიძე ამბობს, „ნატვრა ღამითაც ესიზმრება“.
„შეამჩნევდით – პათეტიკური პატრიოტიზმით არ გამოვირჩევი – საქმე მგონია იმთავითვე საუკეთესო გზა ქვეყნის სიყვარულის მტკიცების.
არც პოლიტიკაა ჩემი ფიქრის სფერო და არც არასდროს იქნება, მაგრამ მაქვს ერთი ამაღლებული ოცნება და სურვილი – ღამით მესიზმრება ხოლმე, ისეთი. ამგვარია ეს ნატვრა: ვზივარ აფხაზეთის ბიბლიოთეკაში, ვხსნი კომპიუტერს და საჯაროდ ვწერ: ,,მოსკოვი. კრემლი. ლენინს. სტალინს. სოხუმის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.