„საუკეთესო ყოფილი” – თიკა ჯამბურიას სახალისო ვიდეო „ტიკ-ტოკზე”

მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ყოფილ ქმართან, ბექა ხოფერიასთან ერთად გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს.

„საუკეთესო ყოფილი”,- წერს ვიდეოზე თიკა ჯამბურია.

კომენტარებში დადებით სიტყვებს შეხვდებით: „თიკა უსაყვარლესი ხარ”…„ულამაზესი თიკა”…

„თიკო რა ლამაზი გოგო ხარ ეხლა ცოლი ხომ არ იეჭვიანებს?” – თიკა ჯამბურია მათ შემდეგნაირად პასუხობს: „ცოლი უკარგესი გოგოა და იცის რომ საეჭვიანო არაფერია”

ცნობისთვის, თიკა ჯამბურიას და ბექა ხოფერიას ქორწინებიდან ერთი შვილი, ნინა ხოფერია ჰყავთ.

@tika_jamburia #fyp #exhusband #tbilisi @bekakhoperia ♬ Makeba