აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი იუნა შაფათავა ქართველ მომღარელ ნუცა მუზალაძეს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ მისი ბულინგი ამაზრზენია.
“ნუცას ბულინგი ამაზრზენია და აბსოლუტურად მიუღებელი.
წარმატებებს ვუსურვებ მას, მსოფლიო დონის საერთაშორისო კარიერაში.
შეგახსენებთ, ილია ჭავჭავაძე და უამრავი სხვა გენიოსი ქართველი, ქართველებმა მოკალით.
არავისზე ნაკლები სასტიკი ერი არ არის ქართველი, მითუმეტეს, როცა ეს საკუთარი თანამემამულის ლინჩს ეხება”, – წერს იუნა შაფათავა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა.