“ვზივარ ახლა და ვფიქრობ, დავდო არ დავდო იმ დღევანდელი მამა-შვილის ერთი ფოტო მაინც…“

მსახიობი ენდი ძიძავა სოციალურ ქსელში აზიარებს მეუღლისა და ქალიშვილის ფოტოს, რომელიც მათი გოგონას იუბილეზეა გადაღებული მოსკოვში. ენდი ძიძავა მეუღლისა და ქალიშვილის ფოტოს შემდეგი სტატუსით აქვეყნებს:

„დიდად არ გამოვირჩევი ფოტოების აქ ფრიალით, მაგრამ… აქაური ერთი ფრაზა გამახსენდა ახლა. აი, ის მომენტი…

ყოველთვის მეღიმებოდა ამ ფრაზაზე.

არასოდეს თქვა არასოდეს!

და აი, მეც დამიდგა ეს მომენტი, როდესაც… ვზივარ ახლა და ვფიქრობ, დავდო არ დავდო იმ დღევანდელი მამა-შვილის გნებავთ ერთი ფოტო მაინც…

პ.ს. სულ პატარა რომ იყო ნია, ჩემმა მაგდუმ ასწავლა ლექსის ერთი სტროფი რომელიც ასე იწყებოდა

„ჩემო ჭაღარა მამიკო…“

მთლად გაჭაღარავებულა…

იდოს ეს ფოტო აქ. ისე ყოველიშ ემთხვევისთვის. რას დავაშავებ ამით, რო?“

ენდი ძიძავა „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ ახლახან დატოვა საპატიმრო დაწესებულება და ვინაიდან არ აქვს უფლება, რომ რუსეთი დატოვოს, დიდი ხნის უნახავი ქალიშვილი მოსკოვში მიიწვია დაბადების დღის აღსანიშნავად.

 

 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დაბადების დღიდან გავრცელდა ამონარიდი, სადაც საქართველოდან მოსკოვში სტუმრად ჩასული მომღერლები სოსო პავლიაშვილითან ერთად „სამშობლოს“ ასრულებდნენ, ნუცა ბუზალაძემ ბოდიში მოიხადა. მომღერალმა აღნიშნა, რომ რუსეთში ასეთ დროს ჩასვლა მისი შეცდომა იყო: „ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას… ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება…“