“მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის“ – ნიკოლოზ წულუკიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ტელეწამყვანი  ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გახდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის.

თქვენი (ამიერიდან) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნიკოლოზ წულუკიძე…“,- წერს წულუკიძე.

ნიკოლოზ წულუკიძის სადოქტორო ნამუშევარი „თავისუფალ თეატრს“ და ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლებს ეხებოდა, რისთვისაც რეჟისორმა მას მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

თავად ნიკოლოზმა უამრავი მილოცვა მიიღო საჯარო სივრცეშიც თუ პირადადაც.