მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ გამომწერებს წონის კლების მეთოდები გაუმხილა.
„აღარ ჭამო იმ სტილში, როგორშიც მიჩვეული ხარ. შეცვალე საკვებისადმი დამოკიდებულება. იკვებე ენერგიისთვის და არა ნაყროვანებისთვის. დღის მანძილზე ჭამე მხოლოდ 6-საათიან ინტერვალში. მუცელს სწორი კვება და ინტერვალური შიმშილი აქრობს. თუ გშია, ბევრი წყალი დალიე, მაგრამ არ ჭამო“, – დაწერა პაიჭაძემ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“.