“ტრუსიკ-მაიკით რომ დაიარები ჩემი ქვეყნის კანონის ტაძარში, შენი ასაგდები ვინაა?! ეგრე იარე იმ ორღობეში, სადაც გაიზარდე“

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში დეპუტატ, ანი წითლიძის შესახებ წერს.

„ისე მოხდა, რომ 2-3 დღეა არაფრისთვის მიმიდევნებია თვალი. დღეს, ასე ვთქვათ,  თვალში გამოვიხედე და… ეგრევე წითლიძე შემომეფეთა “ შორტებში”, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში წამოთხლაშული. ესთეტიურობას, პროტოკოლს, ეთიკას თავი დავანებოთ… შე დედალაჯზეგადაფხრეწილო, მოხდენით მაინც ხომ უნდა გიხდებოდეს?!. ან, ტრუსიკ- მაიკით რომ დაიარები ჩემი ქვეყნის კანონის ტაძარში, შენი ასაგდები ვინაა?! ეგრე იარე იმ ორღობეში, სადაც გაიზარდე.

ჰო და, აი, ამ გაუზრდელის ფონზე, ნინო წილოსანს რომ აკრიტიკებენ და დეპუტატობას უწუნებენ, მაგრად მეცინება.  ეს ღორჯოები, ნინოს თეძოს თავს რომ აცდებიან სიმაღლეში, ნინოს ჩაცმის და ქცევის  კულტურას რომ შეისწავლიან ნაწილობრივ მაინც, პოლიციელებს მხრებზე რომ არ შემოაჯდებიან და მაგიდებზე რომ არ იხტუნავებენ ატეხილი ძროხებივით…

ჰო, ერთ-ორ წიგნსაც თუ წაიკითხავენ და წაკითხულის შინაარს ჩაწვდებიან, 

მერე … 

არა და, რა მერე… მოვიდა 2024 წელიც და მაგათ ბუნდღასაც ვეღარ ნახავს ვერავინ!

დარჩა ოპოზიციის გარეშე ხელისუფლება!!!

ისე, ესენი გინდ პარლამენტში შეუშვი და გინდ კონგრესის დუმაში… მაინც “ სტაიანკებს”, “ გარაჟებს”, სასტუმროს და ბიძინას დობე- ყორეს მოედებიან სარეველასავით.

იფ, კარგად ამბობენ კახელები:

ვირი გინდ ღობის შიგნით დააბი, გინდ ღობის გარეთ,… მაინც ვირიაო!

ვირთან ბოდიში უხერხული შედარებისთვის…“ – წერს ხოფერია.