“თუ ვერ ჩავაბარებ, პირდაპირ ჯარში წავალ” – ბათუმში, აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდაზე სამხედრო ფორმით მივიდა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი, ანრი პაიჭაძე ეროვნულ გამოცდაზე სამხედრო ფორმით მივიდა.

მისი თქმით, თუკი ის უნივერსიტეტში ვერ ჩააბარებს, პირდაპირ ჯარში წავა.

აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ ჯარი არ აშინებთ და გამოცდაზე მხოლოდ ჩაბარების იმედით გავიდნენ. ამბობენ, რომ მათ სამეგობროშიც ყველას სტუდენტობის მიზანი აქვს და გამოცდებს ჯარისთვის თავის არიდების გამო არ აბარებენ.