“ჩემი გოგონა მალე ოჯახს შექმნის, სასიძოც გავიცანი…“

ზურა მანჯავიძე მალე სიმამრი გახდება. მისი გოგონა თხოვდება. ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკეს“ უყვება:

„უფროსმა შვილმა ცოლი მოიყვანა უკვე შვიდი წელია, მაგრამ შვილიშვილი ჯერ არ უჩუქებიათ. ვემუქრები, მე ავიყვან შვილიშვილს-მეთქი. ჩემი გოგონა ალბათ მალე ოჯახს შექმნის. სასიძოც გავიცანი და კარგი ბიჭია. ტყუპები ელექტრონულ მუსიკაში არიან, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე თუ მნახეთ უცნაურად ჩაცმული…“