“შენ სულ ყვავილებით მილამაზებდი ლარნაკს… ახლა, ჩემი ჯერია“ – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭს შეყვარებული?

ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის, ლაშა წიქორაძის შეყვარებული, ანო ბენიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“ჰო კიდე, რა უნდა მეთქვა, შენ სულ ყვავილებით მილამაზებდი ლარნაკს. ახლა? ახლა, ჩემი ჯერია ცხოო… სანამ მე ვიარსებებ, ყოველთვის მოგიტან უამრავ ვარდსა და დარდს შენ ჩემი სამუდამო, საუკუნო სიყვარული ხარ, რომელიც გპირდები, არასოდეს განელდება“,- წერს გოგონა.

ცნობისთვის, 3 ივლისს, ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. შემთხვევას 5 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.