“დემნას ეპოქა დასასრულისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა” – დემნა გვასალიას საკუთარი ძმა უპირისპირდება

Balenciaga-ს კრე­ა­ტი­ულ დი­რექ­ტორს, დემ­ნა გვა­სა­ლი­ას, საკუთარი ძმა, ასევენ დიზაინერი და Vetements-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, გუ­რამ გვა­სა­ლია უპი­რის­პირ­დე­ბა.

New Your Times-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გურამი ამ­ბობს, რომ დემ­ნა­ზე უფრო წინ არის.

“დემ­ნა ჩემ­ზე ექ­ვსი წლით უფ­რო­სია, როცა მე მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, ის მერ­ვე­ში იყო. ჩემ­ზე ადრე მი­ი­ღო ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკ­ში, ვფიქ­რობ, რომ მე მას­ზე ბევ­რად უფრო წინ ვარ“, – ამ­ბობს გუ­რა­მი და დასძენს, რომ დემნას ეპოქა დასასულისკენ მიდის.

ვფიქ­რობ, რომ ჩემი ძმა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მაქვს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა. ვფიქ­რობ, მისი ეპო­ქა ნელ-ნელა და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის და ახლა ჩემი დროა. ჩვენ შევ­ცა­ლეთ ინ­დუსტრია, შო­კის­მო­ომ­გვრე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჩემს ძმას უკვე დიდი სა­ხე­ლი აქვს და მისი არ­სე­ბო­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ უფრო დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. არ არის საკ­მა­რი­სი რომ უბ­რა­ლოდ კარ­გი ვიყო, მჭირ­დე­ბა რომ ვიყო ძა­ლი­ან კარ­გი“ – აღ­ნიშ­ნავს გუ­რამ გვა­სა­ლია.

ცნო­ბის­თვის დემ­ნა და გუ­რამ გვა­სა­ლი­ებ­მა ტან­საც­მლის ბრენ­დი Vetements-ი 2014 წელს ერ­თად და­ა­არ­სეს. ერთი წლის შემ­დეგ დემ­ნა Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­და. სა­ბო­ლო­ოდ Vetements-ი 2019 წელს და­ტო­ვა.

New Your Times-ი კო­მენ­ტა­რის­თვის დემ­ნას და­უ­კავ­შირ­და. გა­მო­ცე­მას დემ­ნას კო­მენ­ტა­რი “ბა­ლენ­სი­ა­გას” სპი­კერ­მა ვა­ნე­სა ფრიდნ­მა მი­ა­წო­და. ვა­ნე­სას თქმით, დემ­ნა არ აკე­თებს კო­მენ­ტარს, თუ კი­თხვა არ ეხე­ბა “ბა­ლენ­სი­ა­გას” სა­კითხს, გად­მოგ­ცათ შემ­დე­გი: “ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა “ვეტ­მან­ში” სა­ო­ცა­რი იყო, მაგ­რამ მე მას წარ­სულ­ში ვტო­ვებ, რო­გორც სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბას”.