მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა განაცხადა, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს მიუმართავს.
მისი თქმით, საზოგადოება ნეკა დოროყაშვილის ფაქტობრივად არ იცნობს და მის შესახებ არაფერი იცის.
„ლუკასი არის ჩემი ძალიან დიდი საყრდენი – პატარა მამაკაცია. ვმუშაობ ახალ პროექტზე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ნეკა დოროყაშვილი და აღნიშნავს, რომ თავისი გარეგნობით ამ ეტაპზე კმაყოფილია და პლასტიკური მანიპულაციისთვის არ მიუმართავს.