„საშინელი ღამე იყო უშგულში.. ყველა ჩვენ ჩვენ სახლში ვტირით“

სვანეთში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც სვა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მარიამ ხაჭვანი წერს, ორივე ახალგაზრდა უშგულიდან იყო.

„საშინელი ღამე იყო უშგულში…

ღამის 3 საათზე ტელეფონი რეკავს …

ნუკრი ლევანს აღვიძებს და მიდიან…

შეშინებული ვეკითხებით რა მოხდა…

გვეუბნება, რომ მხოლოდ მანქანა არის ამოსაყვანი… არ დაგვიჯერებია…

აივანზე გამოვედით… დედიკომ თქვა ცუდი ამბავი რო იყოს, კივილი მოგვესმებაო, სტიქიის დროს მურყმერიდანაც კი ისმოდა კივილიო…

ვიდექით მე და დედა ფანჯარასთან და ვცდილობდით გამოგვეცნო რა ხდებოდა…

ვიდექით და ვუყურებდით საით მიდიოდა ჩვენი მანქანა…

ვიყურებით ფანჯრიდან საიდანაც მთელი უშგული მოჩანს…

საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა და ათი წუთის მერე…

უშგულის სახლების ჭიშკრები მიყოლებით იღებოდა და მანქანები გამოდიოდა..

და ქვევითკენ მიდიოდა …

ძნელი გამოსაცნობი არ იყო რო რაღაც საშინელება ხდებოდა…

და აი, თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები…

გამორჩეული უშგულელი გიორგების საშველად…

საძებნელად…

ნეტა ეს ყველაფერი წუხელ დამსიზმრებოდა..

როგორ ვეხვეწებოდი გიო რატიანს “დედე”ში მთავარ როლში უნდა გადაგიღო, ძაან სიმპატიური ხართქო, ჩემ ნათქვამზე ეცინებოდა …

არ დამთანხმდა…

არა არ მეჩვენებოდა სხვანაირები იყვნენ … და სხვანაირების ადგილი კი ალბათ არ არის ამ ცოდვილ მიწაზე…
***
ო რა საშინელი ფერია დღეს უშგული…