ვინ არის იმერელი ბებო, რომელიც ქუთაისში კორპუსის კედელზე დახატეს?

ქუთაისში ერთ-ერთ შენობაზე უზარმაზარი სტენსილი დახატეს, რომელზეც იმერელი ბებო, ხაჭაპურის ცხობის პროცესშია.

როგორც აღმოჩნდა სტენსილზე რეალური ადამიანია გამოსახული – ბებო, რომელსაც ნახატზე ხელები ფქვილში აქვს და ხაჭაპურს ამზადებს, 81 წლის დალი დოღონაძეა.

“მე არ ველოდი ამას, საერთოდ არ ველოდი ჩემს დახატვას. რომ გავიგე, რომ იხატებოდა, ემოცია ძალიან დიდი იყო…” – ამბობს დალი დოღონაძე.

დალი დოღონაძე ახლა სოფელში ცხოვრობს და საკუთარი მცირე მეურნეობა აქვს. ახლობლები ამბობენ, რომ ქალს მძიმე ცხოვრება ჰქონდა – მან შვილიც დაკარგა.

ხელოვანებმა პერსონაჟი მალე იპოვეს. ზუსტად იცოდნენ ისიც, თუ რომელი კედელი უნდა მოეხატათ. უკრაინელმა მხატვარმა საშა კორბანმა ფერებით თითოეული შტრიხი გამოკვეთა. მოხატვა სპეციალური ტექნიკით დაიწყო, იცოდა რომ დაწყებაზე უფრო რთული ხასიათის შენარჩუნება იქნებოდა. კორბანი ქუთაისში საპატიო სტუმარია, აქ დროებით, ქუჩების მოსახატად ჩამოვიდა.