ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მორიგ შთამბეჭდავ ფოტოებს უზიარებს.
ხატია ბუნიათიშვილი საკუთარ მსმენელს მიმართავს და წერს, რომ მათ მალე, შვეიცარიის ქალაქ გსტადში შეხვდება:
„მალე, 27 აგვისტოს ქალაქ გსტადში შევხვდებით“, – წერს პიანისტი.
ხატია ბუნიათიშვილის სტატუსს ფეისბუკის მომხმარებლები დადებითი კომენტარებით ეხმიანებიან და მას წარმატებულ კონცერტს უსურვებენ:
„გისურვებთ სასიამოვნო კონცერტს“..
„ავსტრალიას არ ესტუმრებით?“..
„გსტადის აუდიტორია მიგიღებთ დედის სტატუსით“ – წერენ კომენტარებში.