ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საჯარო მადლობას იხდის:
„რაჭაში გამაგრებული ოჯახის წევრებისგან მივიღე ბრძანება, საჯარო მადლობა გადავიხადო და რამდენადაც ხმამაღლა შემიძლია ხმის გავრცელება, იმ პერიმეტრს ვამცნო, რომ ვალერი დალაქიშვილი, ხაჭვანი გიორგი , ხომასურიძე ემზარი არიან მსოფლიოში ყველაზე კარგი ადამიანები და პროფესიონალები და რომ გამხმარი ტყემლის ხე, რომელიც ისე გვიყვარდა, ხმელსაც არ ვჭრიდით, გადატყდა და ერთ მხარეს სახლს და მეორე მხარეს ღობეს შეუტია, ხოდა, ამ კარგმა ადამიანებმა თურმე ისე კოხტად გადაგვარჩინეს, რომ ჩემებმა კინაღამ ბისზე გამოიძახეს.
„თუ არ გამოაცხადებ ამას, რაჭის სახლის კარი შენთვის დაიხურებაო“ – ასეთი იყო მუქარა. მადლობა ბიჭებო“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.