„ვცხოვრობ დაქალთან, იქ ბავშვებს ვერ წავიყვან, ბავშვები არ უყვარს და რა ვქნა?…“

მსახიობ გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა ერთ-ერთ გადაცემაში მეუღლესთან დაშორების მიზეზებზე ისაუბრებს.

როგორც ენი აღნიშნავს, ამჟამად დაქალთან ცხოვრობს, სადაც შვილების მიყვანას ვერ ახერხებს.

„გიორგიმ ეს კადრები რომ ნახა მისთვის შოკი იყო….ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი…შვილები დავტოვე, რადგან კვირა-ნახევარია, რაც წამოვედი იმ სახლიდან, ვცხოვრობ დაქალთან, იქ ბავშვებს ვერ წავიყვან, რადგან ბავშვები არ უყვარს და რა ვქნა?…

„გიორგი დღემდე ძალიან მიყვარს, მან მითხრა, შენ რა ქალი ხარ, შვილები დაყარე…”, – საუბრობს ენი გასიევა.

ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძე ენისთან მესამე ქორწინებაში იმყოფებოდა. მსახიობს სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს.