ცისანა სეფიაშვილი საუბრობს, რომ ძალიან უყვარს გარუჯვა და მიზეზი არ ელევა, რომ სოლარიუმს მიაკითხოს ან მზეზე გავიდეს:
„მიზეზი არ მელევა, როცა სოლარიუმში შესვლა მინდება, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ჩემთვისაც არ შეიძლებოდა სოლარიუმი კი არა, მზეზე სიარულიც კი და ჩრდილში დავდიოდი. წლების წინ ონკოლოგების კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. მერე ეს შიში დავძლიე ფსიქოლოგთან სიარულით. შემდეგ ვიწექი მზეზე და ვამბობდი, რომ ეს სხივები მაჯანმრთელებს-მეთქი.
ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ და ბედნიერება არ მაკლია, მაგრამ მომწონს და ვფიქრობ, რომ რუჯი სცენასაც სჭირდება, ქორწილსაც, ივენთსაც. ზამთარში სოლარიუმს მივმართავ, ზაფხულში – მზეზე ვწვები…