“ინსულტს გადავრჩი! კარგად ვეღარ ვხედავ, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ისევ ისე ვმღერი”

მომღერალი თათია კობალაძე ინსულტს გადაურჩა. ამის შესახებ თათია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მის ხმას არაფერი ემუქრება. .

ცუდად ვიყავი დიახ! ინსულტსაც გადავრჩი! თითქმის ყოველ დღე საავადმყოფოში მიწევდა ყოფნა მაგრამ, ჩემს ხმას უფლის წყალობით არაფერი დააკლდა.

ყველაზე მთავარი ჩემში ჩემი ხმა არის. უფლის საჩუქარი რომელსაც როგორც შვილებს ისე ვუფრთხილდები!

ძალიან ვნერვიულობდი იმაზე რომ, ისე ვეღარ შევძლებდი როგორც ადრე მაგრამ, უფალს უნდა რომ კარგად ვიყო, და გავაგრძელო ბრძოლა დიდი მიზნებისკენ!

პ.ს. ცოტა ისე კარგად ვეღარ ვხედავ, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ისევ ისე ვმღერი!  მიყვარხართ და გპირდებით აუცილებლად მალე დადგება დღე როცა ჩემით იამაყებთ!“, – წერს თათია კობალაძე სოციალურ ქსელში.