”მეოთხე წელია სახლში ვარ და აქედან ვუსმენ “შოუბიზნესს” არაფერი ახალი ისევ ძველ პლასტინკა ტრიალებს“

მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”მეოთხე წელია სახლში ვარ და აქედან ვუსმენ “შოუბიზნესს” არაფერი ახალი ისევ ძველ პლასტინკა ტრიალებს “ქოვერები” ან ახალი სიმღერები რომელიც ისევ ძველებს გავს
რატო არ ხარჯავთ ფულს რომ ხარისხიანი მუსიკა გააკეთოთ? კონცერტებზე რაღატო ითხოვთ ჰონორარს? მინდა ისევ აქტიურად ჩავება მაგრამ ხალისი აღარ მაქვს
ხალხზე მწყდება გული რომ შეუძლიათ ისევ გაცვეთილ კონცერტებზე იარონ
არ ითხოვენ ახალ სიმღერებს ალბომებს კლიპებს ძველიც აკმაყოფილებთ
მაშინ როცა “შოუბიზნესი ყვაოდა”😂
ნუ რაც ერქვა :)) იმდენს ვმუშაობდი მე პირადად სტუდიიდან სტუდიაში დავრბოდი ზოგან ჩემს სიმღერას წერდნენ ზოგან სხვას ვუწერდი ბექვოკალს დღე არ მყოფნიდა ხოლმე
ყველანი აზარტში ვიყავით და ჯანსაღ კონკურენციაში ეხლაა? რა ხდება? შეიძლება მე ვცდები მაპატიეთ მაგრამ წყალს რომ ვნაყავთ ფაქტია
PS: ყველა მუსიკოსს არ ეხება ეს პოსტი რათქმაუნდა !”