ჟურნალისტი ნინო დარასელი ბათუმში გარდაცვლილი ფოტოგრაფის შესახებ წერს.
”ზღვაზე მავნეს ვიღებდით და უცებ საიდანღაც კადრში შემოგვეჭრა და გაანათა. მავნემ მე რას მიღებთ, აი ეს გაიცანით, ბათუმის პრინცია, ყველაზე ნიჭიერი და კარგია,მაგრამ უმართავი და ხანდახან წყალწაღებულიო, სიყვარულით დაამატა.
წყალწაღებული რომ გავიგე, ეგრევე გადარჩენა მომინდა. თუმცა არაფერი სჭირდა ჩემი დასახმარებელი,უბრალოდ მისი უამრავი ინტერესის და ნიჭის დაკარგვა და დამალვა არ უნდა დაგვეშვა.
ჰოდა ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, ვაძალებდი გადაღებას.ისეთი წესიერი იყო, ეს ვითომ უწესო, რომ რა უნდა დამევალებინა და მეთხოვა, რა დროსაც და როგორც არ უნდა ყოფილიყო, რომ არ გაეკეთებინა. ხან რას ვაღებინებდი,ხან რას.
ბოლოს ისე გამოვიდა ჩვენ დავეხმარეთ კი არა, იქით დაგვეხმარა ყველაფერში.
ნიჭიერი, უკეთილესი, ლამაზი, თავმდაბალი, სიყვარულით სავსე, ჩუმი პატრიოტი. დილას სამეგრელოში იყო, შუა დღეს მახინჯაურში, საღამოს მაღალმთიან აჭარაში, ღამე ბახმაროში, უცებ თბილისში რუსთაველზე მიტინგზე. ყველაფერი ადარდებდა, არადა რა უდარდელს გავდა.
ყველასთვის უახლოესი იყო.
ანრი ის იყო ვინც ერთი ნახვით და სამუდამოდ შეგიყვარდებოდა.
ბოლოს ასე მომწერა ,,ზღვა ისე მომენატრა, დღეს უცებ ჩავლაგდი,წავედი. წვიმაც მენატრებოდა”.
ზღვაზე დარჩა სამუდამოდ.
როგორც თავად ამბობდა მზის ამოსვლაზე მეტად, მზის ჩასვლა უფრო მიყვარსო.
ჰოდა ჩავიდა ჩვენი ვარსკვლავი ანრი მზესთან ერთად ზღვაში💔💔💔”