“სამცხე-ჯავახეთის მხარეში არავინ არის ჩემ გარდა ავტობუსის ქალი მძღოლი”

ნატალია მესხი არის იმის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა დანებდე სირთულეებს, როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი მიზნის მისაღწევად და როგორ შექმნა სასურველი პირობები ნებისმიერ გარემოში.

ნატალია მესხი: მუშაობა 16 წლის ასაკში დავიწყე. პირველად ბორჯომში, ლუდის ბარში ვმუშაობდი. ერთი წლის შემდეგ საქართველოდან მომიწია წასვლა. ამის მიზეზი მძიმე ფინანსური მდგომარეობა იყო. აქ ძალიან დაბალ ხელფასზე მიწევდა მუშაობა და გადავწყვიტე, საზღვარგარეთ წავსულიყავი. რვა წლის განმავლობაში თურქეთში ვმუშაობდი. საბედნიეროდ, იქ ძალიან კარგი ადამიანების გვერდით აღმოვჩნდი. იქ გატარებული რვა წელი ცუდად ნამდვილად არ მახსენდება. სამსახურიც კარგი მქონდა. თავიდან მარკეტში ვმუშაობდი, შემდეგ სხვადასხვა მაღაზიაში. ბოლო ხუთი წელი ერთ ადგილას დავმკვიდრდი, ძალიან ბევრი ვეცადე და საკუთარი ჩაიხანა გავხსენი. თურქებიც ძალიან დამიდგნენ გვერდში. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ პანდემიის დროს დახურვა მოგვიწია და ბორჯომში დავბრუნდი. მთელი ეს წლები ბათუმში ვცხოვრობდი. ყოველ დილით გადავდიოდი თურქეთში და საღამოს უკან ვბრუნდებოდი.

– პანდემიის დროს გაჩერებას როგორ შეეგუე?

– რადგან მივხვდი, რომ იქ ჩემი საქმის გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი, გადავწყვიტე, ბორჯომში დავბრუნებულიყავი და აქ მომეფიქრებინა რამე. თუმცა, აქ საშინელი კრიზისი დამხვდა. ყველაფერი გაჩერებული იყო. ვერ ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ ეს ძალიან რთული იყო. თან, მე მშობლები არ მყავს და მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული. ცოტა შევშინდი. საბოლოოდ ტაქსის მძღოლად დავიწყე მუშაობა. ამას ბორჯომში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ტაქსის მძღოლი გოგო ბორჯომისთვის ძალიან უცხოა. მე 31 წლის ვარ და აქამდე ასეთი რამ აქ არ მინახავს.

– ალბათ, მთელმა ქალაქმა უცებ გაგიცნო.

– ასე გამოვიდა. ტაქსი „იმედში“ დავიწყე მუშაობა. ახლა მოკლე თმას ვატარებ, მაგრამ მაშინ თმაც გრძელი მქონდა და სტილიც უფრო გოგოური. რომ მხედავდნენ, გაოცებულები იყვნენ (იცინის). დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ამას, რეკავდნენ და პირდაპირ ჩემს ტაქსის ითხოვდნენ. დაახლოებით, ხუთი თვე ვიმუშავე ტაქსის მძღოლად და ის პერიოდიც ძალიან კარგად მახსენდება.

– თუმცა, ამ და წინანდელ შემოსავალს შორის ფინანსურად დიდი სხვაობა იქნებოდა.

– რა თქმა უნდა. ამიტომ, წინა ცხოვრებიდან ბევრ რამეს გადავუსვი ხაზი და ჩემი ფინანსების შესაბამისად ვცხოვრობდი. ხუთი თვის შემდეგ უკვე კურიერად დავიწყე მუშაობა. როცა ახალი ჩამოსული ვიყავი, არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს ქალაქში, როგორი საჭიროებები იყო. ხალხს ვეკითხებოდი, რაზე მუშაობდნენ, თუმცა 90 პროცენტი დაუსაქმებელი იყო. არადა, ვცდილობდი, ვინმესგან რამე იდეა მომესმინა. ერთხელაც, რესტორნიდან გამოიძახეს ტაქსი. ბორჯომში მიტანის სერვისი არ არსებობდა და იკითხეს, თუ იყო შესაძლებელი, საკვები დანიშნულების ადგილამდე ტაქსით მიგვეტანა. ვიგრძენი, რომ უფალმა გზა მიჩვენა. ეს ზარი ჩემთვის ყველაფერი იყო. რესტორანში გავიგე, რომ ძალიან ბევრი შეკვეთები ჰქონდათ, ეს იდეა „დავიჭირე“ და მეორე დღესვე დავიწყე მიტანის სერვისზე მუშაობა პატარა „სმარტით“.

– რამდენად გაამართლა მიტანის სერვისმა?

– ძალიან ბევრი ზარი იყო. სამი წლის წინ, როცა მე მუშაობა დავიწყე, დღევანდლისგან ძალიან განსხვავებული და ძალიან მეგობრული გარემო იყო. ამიტომ მომსახურების საფასურიც ძალიან მინიმალური დავაწესე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. პროდუქტის გამოძახება ყველა ობიექტიდან შეეძლოთ, იქნებოდა ეს მარკეტი, ბაზარი, რესტორანი თუ სხვა. მალევე გავითქვი სახელი. ორი თვის შემდეგ ყველამ იცოდა, რომ ბორჯომში მიტანის სერვისი არსებობდა.

– სანამ სხვა სამსახურზე დავიწყებდეთ საუბარს, მანამდე ვთქვათ ისიც, რომ ამ პერიოდში, კიდევ ერთხელ სცადე ბედი საზღვარგარეთ.

– კი, ერთი წლის წინ, სამი თვე ვიყავი იტალიაში. ვფიქრობდი, რომ იქ კარგად ვიმუშავებდი და ჩემი მიტანის სერვისისთვის კიდევ ერთ მანქანას დავიმატებდი. სიმართლე რომ ვთქვა, იქაც კარგი იყო, მაგრამ ჩემი ქალაქის გარეშე ვერ გავძელი. ამ სამ თვეში პიცის ცხობა ვისწავლე. გამოცდილება პიცერიაში მივიღე და ახლა შემიძლია, ამ პროფესიითაც დავიწყო მუშაობა. საერთოდ ასეთი ვარ, სადაც მივდივარ, ყველგან რაღაც პროფესიას ვსწავლობ (იცინის).

– შემოსავალთან დაკავშირებით, საკუთარი თავისთვის გარკვეული პირობაც გქონია მიცემული.

– იტალიაში არასასიამოვნო რამ მოხდა. იქ სადაც ვმუშაობდი, ქართველები ცუდად მოიხსენიეს. ჩემთან ყველა კარგად იყო, ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი ამ ადამიანებს, რადგან საქმეს კარგად ვაკეთებდი, მაგრამ ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც ქართველები აუგად მოიხსენია. მე ისედაც დეპრესიაში ვიყავი, ჩემი ქალაქისგან და ქვეყნისგან შორს, ამიტომ მათ ნათქვამს საკადრისი პასუხი გავეცი და ცოტა შელაპარაკება მომივიდა. აღარ მინდოდა ამ სამსახურში გაჩერება და წამოვედი. სახლში გაბრაზებული რომ მივედი, გოგოებს ვუთხარი, აღარ შემიძლია აქ გაჩერება, ბორჯომში დავბრუნდები და შევძლებ, რომ იმდენი ხელფასი მქონდეს, რამდენსაც აქ ვიღებ-მეთქი. ბორჯომში ვერაფერს გააკეთებ საიმისოს, რომ 3 000 ლარი აიღოო, ყველამ ეს მითხრა, მაგრამ დღეს უკვე დამტკიცებული მაქვს, რომ შესაძლებელია. მართალია, ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ ასე მირჩევნია. ჯობს, ფიზიკურად ვიყო დატვირთული, ვიდრე ისეთ ფსიქოლოგიურ სტრესს გავუძლო, რაც იტალიაში მივიღე. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე ფიქრი კიდევ ერთ სამსახურზე.

– სანამ წასული იყავი, მიტანის სერვისს რა ბედი ეწია?

– სამწუხაროდ, გაჩერებული იყო. ვცდილობდი, მძღოლი მეპოვა და ჩემი არყოფნის დროს გაეგრძელებინათ მუშაობა, მაგრამ ვერ ვნახე. არ ვიცი, ეთაკილებათ მუშაობა თუ რა არის, მაგრამ ასე მოხდა. სხვათა შორის, ხშირად მწერდნენ, დროზე ჩამოდი. აქ იყავი და თუ გინდა მომსახურებაც გააძვირეო (იცინის). როგორც კი დავბრუნდი, მიტანის სერვისი განვაახლე. თან, მეორე სამსახურზე ვფიქრობდი. ზუსტად ერთ კვირაში დამიკავშირდნენ ბაკურიანიდან და მითხრეს, რომ ავტობუსის მძღოლ ქალებს ეძებდნენ. არ არის მარტივი ბაკურიანში, დიდ თოვლში ავტობუსის მართვა, მაგრამ მოვინდომე. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მე ამას შევძლებდი. საშიში არაფერია, მთავარი იყო სიფრთხილე გამომეჩინა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა. გადამზადება გორში გავიარე და ერთი თვის თავზე მართვის მოწმობა მქონდა. პრაქტიკაც და თეორიაც პირველივე გამოცდაზე ჩავაბარე.

– ტაქსიში აკვირვებდათ ქალის დანახვა და ახლა მთელ რეგიონში ერთადერთი ავტობუსის მძღოლი ხარ. ამაზე რას ამბობენ?

– სამცხე-ჯავახეთის მხარეში ჩემ გარდა ქალი მძღოლი არ არის. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მეუბნებიან, შენ ის გოგო არ ხარ, ბაკურიანში რომ ავტობუსს მართავსო ყველა სითბოს გამოხატავს, ხალხისგან დიდი სიყვარული დავიმსახურე. დადებითი ენერგია, თანადგომა, გამხნევება – მათგან ყველაფერს ვგრძნობ. ყველა სირთულე, რაც ამ სამსახურს ახლდა, ისევ და ისევ ხალხმა დამაძლევინა.

– არც ორი სამსახურით შემოფარგლულხარ, მესამეც დაიმატე.

– ანაზღაურებას რომ გადავხედე, საჭირო გახდა (იცინის). როგორც გითხარით, მინდოდა, ზუსტად იმდენი ხელფასი მქონოდა, რამდენიც ევროპაში მქონდა და მესამე სამსახურის ძებნა დავიწყე. ჩემი გრაფიკი მაძლევდა ამის საშუალებას. არსებობს ასეთი გაზეთი „ბორჯომინიუსი“, რომელიც თბილისში იბეჭდება და აქ იგზავნება, მერე კი მე მიმაქვს კონკრეტულ ობიექტებზე. ეს გახდა ჩემი მესამე სამსახური. სამივეთი ერთად ნამდვილად გავუტოლდი ევროპის ხელფასს. მიჭირს, მაგრამ ვახერხებ. ზოგჯერ ორ საქმეს ერთად ვაკეთებ.

– რა მიზნები გაქვს, თუნდაც ევროპული შემოსავალი რისთვის გჭირდება?

– დანაზოგს ვაკეთებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდე. მინდა, მანქანები დავიმატო და კიდევ არის რაღაც მიზნები, რისთვისაც ვშრომობ და აუცილებლად მივაღწევ, რადგან ძალიან პრინციპული და მიზანდასახული ვარ.

– თქვი, რომ მშობლები არ გყავს…

– 11 წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა. მამა ბავშვობიდან არ მყავს. მას სხვა ოჯახი აქვს და მასთან ურთიერთობა არასდროს მქონია. დედის გარდაცვალების შემდეგ ბებია მზრდიდა. 18 წლის ვიყავი, როდესაც ისიც გარდაიცვალა და სრულიად მარტო დავრჩი. ზუსტად მაშინ წავედი თურქეთში.

– ბევრი გასაჭირის გადატანა მოგიწევდა. როგორ გაუმკლავდი?

– უფლის თანადგომით. დედა 2003 წელს გარდაიცვალა. ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. რთული იყო იმ ცხოვრების გავლა, ყველაფრის მარტო გამკლავება. ბებია უკვე ძალიან მოხუცი იყო. თინეიჯერობის დროს ყველას მოსდის რაღაც შეცდომები, რაც მერე აძლიერებს და ჭკუას ასწავლის. მეც მქონდა ასეთები. ყველაზე დიდი შეცდომა კი ისაა, რომ სკოლიდან მეცხრე კლასიდან გამოვედი, სწავლა მივატოვე. გონებაში ქაოსი მქონდა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, როგორ მიმეღწია რამისთვის. ძალიან მძიმე ცხოვრება მაქვს გამოვლილი და ალბათ, ამიტომ ვარ დღეს ძლიერი. სკოლის დატოვებაც იმიტომ მომიწია, რომ სამსახურს ვერ ვუთავსებდი, არადა მუშაობა ძალიან მჭირდებოდა. უფლის წყალობით, რამდენიმე წლის შემდეგ შევძელი ამის გამოსწორება, სწავლა კოლეჯში გავაგრძელე. მერე ბუღალტერიაც შევისწავლე.

– დედა ახალგაზრდა იქნებოდა, რით გარდაიცვალა?

– 46 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. დედას სიმსივნე ჰქონდა. მანამდე სამნი ვიყავით ერთმანეთის იმედად. არც დედა მუშაობდა და არც ბებია. მაშინ ფიზიკურად არ არსებობდა სამსახურები და ვერსად იმუშავებდი. მე

– 46 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. დედას სიმსივნე ჰქონდა. მანამდე სამნი ვიყავით ერთმანეთის იმედად. არც დედა მუშაობდა და არც ბებია. მაშინ ფიზიკურად არ არსებობდა სამსახურები და ვერსად იმუშავებდი. მე არა, მაგრამ დედას და ბებიას ძალიან ბევრჯერ დაუძინიათ მშივრებს, რადგან ჩვენი საკვების მარაგი იმდენად მცირე იყო, რომ მხოლოდ მე მყოფნიდა. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ბებოს პენსია იყო. სამი ადამიანი მთელი თვის განმავლობაში 8 ლარზე ვიყავით დამოკიდებული. ძალიან რთული იყო, ძალიან, მაგრამ ამ ყველაფერმა ცხოვრება მასწავლა.

არა, მაგრამ დედას და ბებიას ძალიან ბევრჯერ დაუძინიათ მშივრებს, რადგან ჩვენი საკვების მარაგი იმდენად მცირე იყო, რომ მხოლოდ მე მყოფნიდა. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ბებოს პენსია იყო. სამი ადამიანი მთელი თვის განმავლობაში 8 ლარზე ვიყავით დამოკიდებული. ძალიან რთული იყო, ძალიან, მაგრამ ამ ყველაფერმა ცხოვრება მასწავლა.