“არ შეიძლება ადამიანებმა გაიკეთოთ პიარი სხვა ადამიანის დამცირებით…“

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ვიდეო მიმართვით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას და აფიშას, სადაც აღნიშნული იყო, რომ 26 ივლისს რუს მომღერალ ლეონიდ აგუტინთან ერთად კონცერტს მართავს. ნუცა ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

„ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაავრცელოს ადამიანმა „ფეიკ“ ინფორმაციაა.. გთხოვთ, შემდეგში გადაამოწმოთ ინფორმაცია და შემდეგ დადოთ. არ შეიძლება ადამიანებმა გაიკეთოთ პიარი სხვისი ადამიანის დამცირებით…

მესმის, რომ ძალიან ბევრს უნდა ეს ინფორმაცია იყოს სიმართლე, რომ კიდევ კარგი თემა იყოს, რომ თქვენ გული მოიფხანოთ და დააგროვოთ ლაიქები ფეისბუკ გვერდზე, მაგრამ თქვენდა სამწუხაროდ, არ არის სიმართლე“, – ამბობს ნუცა.