მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ“, კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე მცირე კომენტარით ეხმიანება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
„ახლა ეს. ვინ იქნება შემდეგი ჩვენი „შიშების“ გამხმოვანებელი?“ – წერს ნინო ნადირაძე.
ცნობისათვის, სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ დღეს ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „მისი სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო“.