თამარ ივერი და რაულ ცხადაძე ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი და მისი მეუღლე რაულ ცხადაძე ქორწინებიდან 11 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით, თამარ ივერი საკუთარ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ 2012 წლის 28 ივლისი, მათი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო.
„Today is 11th aniversary of Our marriage. it was one of happiest Day in Our life❤️❤️

2012 წლის 28 ივლისი, ეს დღე ბევრ ჩემს კოლეგას თუ მეგობარს დღემდე ლამაზად ახსოვს.

ამ დღეს მე და რაულიმ ჩვენი 2010 წელს ლამაზად დაწყებული ურთიერთობა 2012 წელს ქორწინებით დავაგვირგვინეთ და უკვე მე 11 წელია მოვდივართ ასე სიყვარულით და შიგადაშიგ „ტურბულენტური ზონებით“, ორი პატარა ბარტყის შემომატებით,“ – წერს თამარ ივერი და ქორწილის კადრებს უზიარებს მეგობრებს.