“ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% პროცენტი სწორედ ნაც-ბოლშევიკების არასწორი მართველობის გამო!”

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“კითხვა მაქვს იმ ადამიანების მიმართ ვინც ბათუმში აქციაზე იდგნენ? ახალგაზრდებზე არაფერს ვამბობ ალბათ მაშინ პატარები იყვნენ.
თქვე არასწორებო 2008 წლის ომის მერე რატომ ერთხელ არ გამოსულხართ და არ გაგიპროტესტებიათ რუსები? ან მაშინ რატო ეპატიჟებოდით დიდი სიყვარულით და დღეს ფაშისტებივით დევნით ტურისტებს?(როგორც გერმანელი ჯარისკაცები ებრაელებს დევნიდნენ) ეგ როგორ არის უკარინაა თქვენი სამშობლო? ამიტომ ხართ არასწორები…
ბევრი ვაჟკაცი ჩააწვინეთ საფლავში ანწუხელიძე, ონიანი, როინ შავაძე, შინდისის ვაჟკაცი ბიჭები და თქვენ საზღვარზე გარბოდით ან ნაწილი მძღოლებად დასდევდით რუს გენერლებს!(ყველაფერი გვახსოვს)
ერთსაც ვიტყვი ჩემი კარიერის მანძილზე იმდენჯერ მქონდა ჩემ ბიჭებთან ერთად გადასვლის შანსი, რომ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენჯერ იყო შემოთავაზება რუსეთიდან! (თქვენ ამას ნაკლებად დაიჯერებთ მაგრამ ამის შემსწრე ბევრი ჩემი მეგობარია და პროდუსერია) არც ერთხელ ჩემი სამშობლოსთვის არ მიღალატია და 2008 წელს რეზერვისტადაც ჩავეწერე ომის დროს! ასევე ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა ცხინვალის და სოხუმში საბრძოლო მოქმედებებში…(მოიხსენოს მათი ვაჟკაცი სული)
ნუ გამოიყვანთ ხალხს წყობილებიდან თორე გაწევენ ხელისუფლებას და გადაგთელავენ თქვენი ფაშისტი, ნეო ლიბერალი დედა ვატირე…😡 რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% პროცენტი სწორედ ნაც-ბოლშევიკების არასწორი მართველობის გამო!”