გვერდი „მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ შოვში, სტიქიის ადგილზე თერმული დრონით გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და წერს.
„შეიძლება ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ეს ნათელი წერტილები გახლავთ სისცოცხლის სხივები, რომელსაც ვეძებდით და აღმოვაჩინეთ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, თუმცა დაზუსტებით რამის თქმა შეუძლებელი იყო. სამწუხაროდ მხოლოდ 20 წუთი მოგვეცა თერმული კამერით მუშაობის ნებართვა. დაახლოებით 9 საათიდან ნებართვის გარეშე გავაგრძელეთ ფრენები, ამ დრომდე ვაგრძელებთ, ძალიან რთული მდგომარეობაა მეგობრებო, უამრავი სამოქალაქო და სახელმწიფო უწყების თანამშრომელია ჩართული სამძებრო სამაშველო რონისძიებებში“, – წერია ინფორმაციაში.
„მისვლიდან 40-50 წუთი არ გვაძლევდნენ აფრენის ნებართვას. თუმცა ბოლოს მაინც მივიღეთ, რაც მალევე შეგვიჩერეს, გვითხრეს რომ უნდა მოფრენილიყო ვერტმფრენი, დაახლოებით კიდევ 40 წუთი დაგვიანდა ვერტმფრენის მოსვლა, მალევე მოიტანეს თერმული აეროგადაღების კამერა, ჩვენთვის უცნობიიყო სამაშველო სამსახურის მოქმედების გეგმა, ვერც შიდა პერიმეტრზე მოვხვდით გათენებამდე. შესაძლოა იქ იმყოფებოდა კიდეც სხვა თერმული გადაღების დრონები. აქ არც არავის კრიტიკისთვის არ მოვსულვართ და არც .. 10 საათიდან უკვე უნებართვოდ დავიწყეთ ფრენები, შევედით შიდა პერიმეტრზე სადაც ძალიან რთული სურათი დაგვხვდა, ურთულესია სამძებრო სამუშაოების ჩატარება დღისითაც კი, უამრავი ინერტული მასალა, ხეტყე და კოტეჯების ნანგრევებია მიმოფანტული დაახლოებით 7 კმ სიგრძის ხეობაში, ადამიანები შეიძლება ყველგან იყვნენ. მაშველებიც მოქალაქეებიც თავდაუზოგავად ეძებენ ყველას და ყველაფერს“, – წერს გვერდი პოსტის კომენტარებში.