მაშველები, რომლებიც რაჭაში, სტიქიის ზონაში მუშაობენ, უმძიმეს დღეებზე ჰყვებიან. სახანძრო სამაშველო ძალების ოფიცერი კობა კურტანიძე, შოვში გატარებულ მძიმე დღეებზე ჰყვება.
„როდესაც გარდაცვლილი ბავშვი ვიპოვეთ, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ ვტიროდი… თვალზე ცრემლი მომადგა და ძალიან ემოციურად გადავიტანე ეს ყველაფერი.
მაგრამ ვაანალიზებთ, ჩვენ ვჭირდებით გარდაცვლილების ოჯახს და ნათესავებს, ცრემლიანი თვალებით გველოდებიან, რომ მიცვალებული მაინც ჩავაბაროთ.
ყველაზე მძიმე სიტუაცია იყო, როდესაც 9 წლის ბავშვი ამოვიყვანეთ და მამა ელოდებოდა გარდაცვლილ მესამე შვილს…
აღარ მინდა, პროფესიაში მსგავსი შემთხვევა განმეორდეს“, – ამბობს კობა კურტანიძე.