“ადამიანის ბედს მისი სახელი, დაბადების თარიღი და ზუსტი სიმაღლე განსაზღვრავს“

ტელეწამყვანი, გიორგი ჯაჯანიძე სოცილაურ ქსელში წერს, რომ ადამიანის ბედს მისი სახელი, დაბადების თარიღი და სიმაღლე განსაზღვრავს.

„ადამიანის სახელი, დაბადების თარიღი და ზუსტი სიმაღლე განსაზღვრავს მის ბედს, მომავალს, ქვეცნობიერს, ცნობიერს, ზე ცნობიერს და სუპერ ცნობიერს.

ადამიანში თანაბრად არის თანდაყოლილი ბოროტება და სიკეთე.

გონიერ, ღრმა ადამიანს ყოველთვის შეუძლია დასძლიოს თავის თავში სიავე,  აგრესია, შური და ბოროტება, რომელიც ანგრევს, ანადგურებს, ამწარებს და აავადებს.

ამისთვის ნება და დიდი ძალა საჭირო.

ნუ მოითხოვ სხვისგან, იყოს ყურადღებიანი, მოსიყვარულე და ღვთისნიერი.

შენ შენს თავში უნდა იპოვო შველა და ნაშველი, იქნები.

ბედნიერებას ნუ ეძებ სხვაში, ის შენშია.

ტყუილი, ღალატი, თვალთმაქცობა, მომხვეჭელობა, მზაკვრობა, თაღლითობა და  სიავეა, რომელიც აბრმავებს და აყრუებს ადამიანის სულს. 

შენ ვერასოდეს ვერ მივხვდები სხვის განცდებს.

სხვის დასანახად და გასაგონად ყველას არ შეუძლია გამოხატოს ტკივილი.

არსებობს უცრემლო ტირილი, ამ დროს გული გოდებს და სული შფოთავს.

ამ დროს სიყვარული ტრაურშია.

შენ დამარცხებული ხარ, თუ სხვისი ჭირი გიხარია. 

გამარჯვება მხოლოდ ერთია, გაიმარჯვე საკუთარ თავზე“, – წერს ჯაჯანიძე.