რუსი მომღერალი, რომელმაც ქორწილი ყაზბეგში გადაიხადა, ქართული სტუმართმოყვარეობით უკმაყოფილოა

უსი მოქალაქეები საქართველოში ქორწილის გადასახდელად ჩამოდიან. თუმცა ქართული სტუმართმოყვარეობით დიდად კმაყოფილებას არ გამოთქვამენ.

რუსი მომ­ღე­რა­ლი რიტა და­კო­ტა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რო­გორ გა­უ­ფუ­ჭეს ქორ­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნას­ვამ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა.

მისი თქმით, ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ჩა­შა­ლა. და­კო­ტას წერს, რომ მან ვერ შეძ­ლო ახ­ლობ­ლებ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის “სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის“ გამო.

“ფო­ტო­ზეა ჩემი და ფე­დი­ას სა­ხე­ე­ბი, რო­დე­საც მე­ა­თე ქარ­თულ სა­დღეგ­რძე­ლოს ვუს­მენთ. სა­ქორ­წი­ნო სუფ­რა­ზე მო­ვიდ­ნენ მთვრა­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ას­რუ­ლებ­დნენ თა­ვი­ანთ გა­მოს­ვლებს. გავ­ბრაზ­დი, ვცდი­ლობ­დი არ შე­მემ­ჩნია მათი “და­მე­გობ­რე­ბის“ მცდე­ლო­ბა, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რომ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლი იყ­ვნენ ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით. ასე­ვე გავ­ბრაზ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე, რომ რაც არ უნდა ვის­წავ­ლო, მა­ინც არ ვიცი რო­გორ ავა­შე­ნო პი­რა­დი სა­ზღვრე­ბი, ”- აღი­ა­რა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

“შე­მეძ­ლო ავ­მდგა­რი­ყა­ვი და მეთ­ქვა, რომ თავს ასე არა­კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი და მე­თხო­ვა უც­ნო­ბე­ბის­თვის, წა­სუ­ლიყ­ვნენ. მაგ­რამ ჩემს ოჯახს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მათ სა­ხე­ებ­ზე ვკი­თხუ­ლობ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად იყო. ვი­ღაც ამ ხალ­ხს ესა­უბ­რე­ბო­და, ეწე­ოდ­ნენ, ხუმ­რობ­დნენ, სა­უბ­რობ­დნენ. ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, გი­ტა­რით სიმ­ღე­რა და ა.შ.. მე კი არა­ფე­რი მით­ქვამს, გავ­ჩუმ­დი, ბო­ლოს და ბო­ლოს, დღე­სას­წა­უ­ლი არა მარ­ტო ჩემ­თვის, პირ­ველ რიგ­ში ჩემი ოჯა­ხის­თვის გა­ვა­კე­თე. ახლა არ ვიცი, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი თუ არა…“ – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
როგორც აღმოჩნდა, ყაზ­ბეგ­ში გა­დახ­დი­ლი ქორ­წი­ლი­სას, სუფ­რას­თან ნას­ვა­მი ქარ­თვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ქორ­წი­ლი “მო­პა­რეს…“ ამით კმა­ყო­ფი­ლი კი მხო­ლოდ და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი და რუსი მე­ქორ­წი­ლე­ე­ბი დარ­ჩნენ. თა­ვად პა­ტარ­ძალ­მა ძა­ლი­ან მო­ი­წყი­ნა ქარ­თუ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბით.