“ეს არის ქართველი ქალბატონი, რომელსაც არ ახსოვს არაფერი. გთხოვთ, ნუ დატოვებთ ქუჩაში!!!“ – იტალიაში ქართველ ქალს დახმარება სჭირდება

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს.

„სასწრაფოდ, ემიგრანტებო!!! ეხლა მომაწოდეს  ინფორმაცია იტალიელმა ქალბატონმა ნაპოლიდან, კერძოდ “Via licola patria 135 parco enea” და სურათიც გადმომიგზავნა. არის ქართველი ქალბატონი, რომელსაც არ ახსოვს არაფერი. თუ ვინმეს გეცნობათ, ან ვინმეს თუ შეგიძლიათ მიაკითხოთ და წამოიყვანოთ, გთხოვთ ყველას, ნუ დატოვებთ ქუჩაში.მადლობა წინასწარ ყველას. გადააზიარეთ რომ ყველამ ნახოს. “შოთო სიხარულიძე ემიგრანტები”. ილოცეთ ლოცვა მთებს დაძრავს“, – წერს სიხარულიძე.