“იქნება და რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა და შენ შვილებს აყვარებდი”

შოვში მომხდარი სტიქიიდან დაკარგულებს შორის არის ზაზა მესხი შვილებთან ერთად. იდენტიფიცირებულია ზაზა მესხის მეუღლის – ალინა პოლიკოვსკას ცხედარი.

ზაზა მესხის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ია მერკვილაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:

ბუნების წესიაო, მშობელი შვილმა უნდა ჩადოს მიწაშიო. და ახლა მშობლებიც და შვილები რომ ამ მიწამ ერთად …

დღეების წინ თავს ვინეგუშებდი, რომ იქნებ სადმე ხართ, დაჭრილები, გამოფიტულები, მაგრამ ცოცხლები. ახლა ვტირი, იქნება და რამენაირად გიპოვონ იმ მიწაში, რომელიც ასე ძალიან გიყვარდა და შენ შვილებს აყვარებდი…
“თანამემამულის” ბოლო გვერდზე თითქმის ყოველთვის აქვეყნებდი ხალისიანი ქართველი ბავშვის ფოტოს ქართველი პოეტის ან მწერლის ოპტიმისტური ციტატით.
გულიანო და ჰეისშემძახებელო, მებრძოლო და ნონკონფორმისტო, ძალიან კარგო ადამიანო და ქართველო… ზაზა”