ციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო რაჭიდან, რომელშიც ჩანს, როგორ ესაუბრება მაშველს მამა, რომელიც სტიქიის დროს დაკარგულ შვილს ისევ ეძებს.
„აი ასე დადის და დაკარგულ შვილს ეძებს“;
„ყველას ვუთანაგრძნობ, ყველას ტკივილი მტკივა, მაგრამ აი ამ კაცის ცოდვით აღარ ვარ და ალბათ, ისე წავალ ამ ქვეყნიდან არასდროს დამავიწყდეს“;
„ამ კაცს გვერდში დგომა უნდა. ესე მგონია მარტოა. როგორ უნდა გადაიტანოს ამხელა ტკივილი“;
„კარგი ადამიანია, როგორ შეერთდა მისთვის ცა და დედამიწა, მაგრამ ასეთი გაწონასწორებული, დალაგებული მოსაუბრე არავინ მინახავს… მის გულში მდუღარება დუღს, მაგრამ არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. ღმერთმა მისცეს ნუგეში, რა ოჯახი ექნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ, ეს ბედნიერება ბოლომდე ამნაირ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ“;
„სიტყვები არ არსებობს ამ კაცის სიმწრის გადმოსაცემად. ერთს ვთხოვ ღმერთს, უნდა აცოცხლოს, რადგან მის ცოლ-შვილს ახლა ყველაზე მეტად ეს ენდომებოდა… ღმერთმა განამტკიცოს და ძალა მისცეს...“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში.