გუშინ, 18 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული კოტე მაისურაძის გარდაცვალება დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მარიტა გუტაშვილმა გაავრცელა. კოტე მაისურაძე მარიტა გუტაშვილის სტიქიის ზონაში მოყოლილი 9 ოჯახის წევრიდან ერთ-ერთია.
ცნობილია, რომ 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დაღუპულ შორენა ბიჭაშვილს, კოტე მაისურაძეს და მარიამ მაისურაძეს 22 აგვისტოს რუსთავში დაკრძალავენ.
კოტე მაისურაძეს ახლობლები და მეგობრები ემოციური პოსტით ემშვიდობებიან. სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს უნივერსიტეტმა, რომლის კურსდამთავრებულიც იყო კოტე მაისურაძე.
ასევე, ვრცელდება კოტეს მაისურაძის სიცოცხლეში გადაღებული ერთ-ერთი ბოლო კადრები.
„სასწაულის ყველაზე ბოლო იმედიც გაქრა“, – წერს კოტე მაისურაძის მეგობარი, ნინი კენჭაძე.