„ცვლილება მზესაც შეეტყო დილით… ახლა კი შენი ცვლილების დროა“

პეტრე კოლხი ლექსს აქვეყნებს და საზოგადოებას ფერისცვალების დღესასწაულს ულოცავს.

„უნდა გაუძლო, ვარამს და ტკივილს…

და მოგეცემა ყოველთვის ძალა,

რომ ზიდო ჯვარი, შენივე წილი…

დროებითია ჭაობში დგომაც,

დროებითია მტვერიც და ჩრჩილიც.

შენ კი არა და , ურწმუნო თომაც…

თომასაც ჰქონდა ეჭვებთან წილი…

ფერისცვალებას რაღაცა მოაქვს,

ცვლილება მზესაც შეეტყო დილით…

ახლა კი შენი ცვლილების დროა,

რომ შენთვის შენგან გაიღო წილი!..“. – წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.