“დიახ, მე სრულად შევცვალე ჩემი სცენარი ზედმეტი ბედნიერების გამო” – ნეკა დოროყაშვილი გამომწერებს მიმართავს

მოდელი  ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართავს.

ნეკას თქმით. იმიტომ შეიცვალა, რომ ზედმეტად ბედნიერია.

რატომ შევიცვალე? დიახ, მე სრულად შევცვალე ჩემი სცენარი ზედმეტი ბედნიერების გამო, ძვირფასებო! ეს მე მეკუთვნის, ნამდვილად დავიმსახურე. სამყარომ ჩემი მოთმინებისთვის დამაჯილდოვა.

გახსოვდეთ, დათესეთ ბევრი სიკეთე და ერთ დღეს განათდება ცა. დედამიწა თქვენს გარშემო დაიწყებს ბრუნვას. უსასრულო ბედნიერებას გისურვებთ. გახსოვდეთ, თქვენ შეგიძლიათ სამყაროს კანონები გადააკეთოთ და სამყაროს უთხრათ: – ახლა მე მოვდივარ!“ – წერს ნეკა დოროყაშვილი.